„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!“, „სად მივდივართ? - ევროპაში".
მარჯანიშვილის მოედანზე მისულმა მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით გადანაცვლებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.