„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ - „მონებო“.
მმართველი პარტიის ოფისის ასასვლელ გზაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
„ევროპის მარშის“ მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან არ შეჩერებულან, მსვლელობას განაგრძობენ ევროპის მოედნისკენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ“. მათ მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ.