თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტს აკრიტიკებს. ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. თეთრრი სახლის მრჩეველი ფიქრობს, რომ ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.