ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი პროტესტის ნიშნად გაფიცვას იწყებს. როგორც მოძრაობა „მარტიანელების“ წევრები აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და ქართველი ხალხის პროტესტს უერთდებიან. სტუდენტების მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 13 მაისს, ლექციების პარალელურად უნივერსიტეტში შეიკრებიან და პროტესტს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ. შეგახსენებთ რომ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.