ევროპის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციას მმართველი გუნდის მხრიდან შეფაება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო პერიოდში წარმართული პროცესები დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, მათ შორის უცხოეთიდან წარმოებული. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დადებითი განწყობა ინიცირებული კანონპროექტის მიმართ ქართული ოცნების 29 აპრილის აქციაზე გამოჩნდა.