თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზემი განლაგდა. ისინი მზადყოფნაში არიან, რომ საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრან.
ამასთან, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.