საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს მიმართავს, უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის ამოქმედება არჩევნებამდე გადადოს, მისი მიღების საკითხი კი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ გადაწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილის განცახდებით, პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყნის მოქალაქეებმა მასშტაბური აქციებით მკაფიოდ, არაერთხელ დაადასტურეს. ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ იმეორებს რომ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი რუსულია, ამიტომ მზადაა პარლამენტს ვეტო და მასთა ერთად მისი მოტივირებული შენიშვნებიც წარუდგინოს.