ოპოზიცია შსს "უცხოური გავლენის გამჭვირვალონის შესახებ კანონპროექტის" მოწინააღმდეგე მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით, აქციის მონაწილეებზე ძალადობას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ახალისებს. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, რაც, მათივე შეფასებით, ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ვახტანგ გომელაურმა, გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, მისი ნორმალური მუშაობის შეფერხების შემთხვევაში 4 წლამდე თავისუფლებია აღკვეთას გამოიწვევს.