ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან და ჯერჯერობით დაშლას არ გეგმავენ. თავის მხრივ, პოლიცია მათ მოუწოდებს, რომ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლოს, რათა რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა აღდგეს. გუშინდელი საღამოს შემდეგ დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ - როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 20 მოქალაქე დააკავა.