ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, 40 წლამდე გურამ ადამიას, რომელიც პარლამენტთან, აქციაზე დააკავეს, საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება. როგორც ის აღნიშნავს, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს. ადვოკატის თქმითვე, გურამ ადამიაზე სამართალდამცავებმა ძალადობა დაკავების მომენტიდანვე დაიწყეს. კიდევ რას აცხადებს დაკავებული მამაკაცის ადვოკატი.