გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მაიკლ როთთან ერთად თბილისში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან. როგორც ცნობილია, მხარეებმა ის შესაძლო ზომები განიხილეს, რომელსაც, კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებისა და ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირი მიიღებს. ასევე ცნობილია ისიც, რომ ევროპული დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება. კიდევ რაზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე