ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავმა მოიგერია დრონი, რომელიც აღმოსავლეთიდან ისრაელისკენ მიემართებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი ისრაელის საჰაერო სივრცეში არ შესულა და, შესაბამისად, სირენების ხმა არ ისმოდა. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყსა და სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ისრაელელმა მომიტინგეებმა ღაზასკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების გადაადგილება დაბლოკეს. პროტესტის ნიშნად, მომიტინგეებმა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტები სატვირთო მაქანებიდან გზაზე გადაყარეს. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ორ მილიონზე მეტ ადამიანს უქმნის საფრთხეს.