ჯიმ რიში - საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის - ეს ძლიერი სილის გაწნაა ქართველების 80%-ისთვის - Palitra News

ჯიმ რიში - საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის - ეს ძლიერი სილის გაწნაა ქართველების 80%-ისთვის

2024-05-14 19:37:51+04:00

დღეს, ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ჯიმ რიში “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დღეს, იმ კანონის მიღებით, რომელიც ძალიან დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის. ეს ძლიერი სილის გაწნაა ქართველების 80%-ისთვის, რომელთაც ევროკავშირში წევრობა სურს”, - წერს რიში.