უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღებამდე პოლიტიკური დებატები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობმა. ერთმანეთს ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არაერთხელ დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა რის შემდეგაც მას მმართველი გუნდისა და პარტია ხალხის ძალის წევრები დაუპირისპირდნენ. ქარტული ოცნების დეპუტატი რიმა ბერიძე კი ფიზიკურად დაუპირისპირდა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ წევრ პაატა მანჯგალაძეს. როგორ განვითარდა პლენარულ სხდომაზე მოვლენები მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი მთავარ გაგვაცნობს.