ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიანი მთავრობის მეთაურს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯიმ ო ბრაიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთანაც . დღის ბოლოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო ბრაიანი , მედიასთან პრესკონფერენციას გამართავს, სადაც შეხვედრებს შეაჯამებს. რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრების შემდეგ მხარეების მხრიდან და რას უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, მარიამ ჩიქოვანი გვეტყვის