შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა - კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას - Palitra News

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა - კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას

2024-05-15 15:42:39+04:00

26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნები და სალომე ზურაბიშვილის როლი პროცესებში. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს,რომ წინ გაუძღვება პროევროპულ ფრონტს, როგორც პროდასავლური და პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნო პროცესებში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობას დადებითად აფასებს. მმართველი პარტია კი ტრადიციულად ქვეყნის მთავარსარდალს აკრიტიკებს.