საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდებ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და კლინიკებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.