ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან 30 წუთის განმავლობაში შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. კლება ამ პერიოდითვის საშუალოდ 3%-იან დიაპაზონშია. თბილისის დროით 11:30 საათისთვის: "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.24%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.85 მილიარდი სტერლინგია. რაც შეეხება TBC-ის აქციების ღირებულებს, კლება 1.38%-ია. ბანკის ერთი აქცია 24.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.40 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს."საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება 2.54%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით 420 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით.