აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ - Palitra News

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ

2024-05-16 15:52:55+04:00

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ. როგორც ცნობილია, „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების ლიდერების პირველი დებატები „სიენენის“ ატლანტას სტუდიაში აუდიტორიის გარეშე ჩატარდება. დებატების მოდერატორი ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში იქნებიან. დებატების მეორე რაუნდი „ეიბისიში“ 10 სექტემბერს შედგება. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.