ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მათივე ცნობით, ნავსადგურის მეშვეობით ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონობით ადამიანი გადაუდებელი დახმარების მიღებას შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გაერო-ს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას.