უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემდეგ ახლა პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ ვეტოს დადებით ის არ მისცემს მმართველ პარტიას ე.წ რუსული კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ოპოზიციაში. ქართულ ოცნებაში კი ფიქრობენ რომ ზურაბიშვილის ვეტო იქნება კიდევ ერთი შანსი ოპონენტებისთვის, რომ ისინი კანონთან დაკავშირებით შინაარსობრივ მსჯელობაში შევიდნენ.