უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეუთო ოდირის კრიტიკული დასკვნა, მიუღებელი აღმოჩნდა მმართველ გუნდისთვის.ქართული ოცნების ლიდერებმა ეუთო ოდირის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები ვერ ნახეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტს სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობა ცუდია, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, ქართულ ოცნებას უკვე ღიად აქვს პრორუსული კურსი არჩეული და ოდირის დასკვნა კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ე.წ რუსულ კანონზე.