საუბარი ევროპაზე“-ამ სახელწოდებით თბილისში, სასტუმრო რუმსში პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიების თემა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები იყო, რამაც ევროკავშირის და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცენდენტო კრიტიკა გამოიწვია. პანელური დისკუსიის სპიკერები ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. დისკუსიის მონაწილეების აზრით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში მიზანმიმართულად ვრცელდება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.