საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. უწყების ინიციატივით, დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლეს და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა გასართობი კომპლექსის ატრაქციონებით ისარგებლეს.