ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ქართული ქარტიის ჩამოყალიბებას შეეხება, დღეს ოფიციალურად შეუერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ ქვეყნის პრეზიდენტის იდეა, ევროპული და დასავლური ღირებებულების გარშემო გაერთიანებასთან დაკავშირებით დროული და მისაღებია. მათივე განცხადებით ოპოზიციური პარტიებს შორის წინასაარჩევნო კომუნიკაცია უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში მოქლაქეებს სამოქმედო გეგმას ოფიციალურად წარუდგენენ. სალომე ზურაბიშვილმა რამოდენიმე კვირის წინ განცხადება გაავრცელა სადაც ახალი ქართული ქარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, აღნიშნულ ინიციატივას რამდენიმე ოპოზიციური პარტია იმავე დღესვე შეუერთდა.