დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რა სასჯელს ელოდება ის მოსამართლისგან, უპასუხა, რომ პატიმრობას ან შინაპატიმრობას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპის განმარტებით, თუ მას დააპატიმრებენ, დარწმუნებული არ არის, რომ საზოგადოება ამას შეეგუება. შეგახსენებთ, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.