სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დღეს დილიდან პრეზიდენტის ადმინიტრაციაში პოლიტიკური პარტიები ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ინიციატივას უერთდებიან. პრეზიდენტი იხმობს ყველას, ვინც ფიქრობს რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ისტორიულია და ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე უნდა დააბრუნოს.