ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, უცხოური გავლენის გამჭრვივალობის შესახებ კანონის გარშემო მიმდინარე პროცესები და სამთავრობო განკარგულებები - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ მინისტთა კაბინეტის წევრებთან ერთად ქვეყანაში შექმნილ პოზიტიურ ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა გაემოჯნონ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანაში გაუმჭვივალე ფინანსებს უჭერენ მხარს.