ათზე მეტი პილიტიკური პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ "ქართულ ქარტიას" უერთდება. დღეს დილიდან ოპოზიციური ფლანგის ლიდერები ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში მიდიან და დოკუმენტზე საკუთარ ხელმოწერას ტოვებენ. ქარტიის მიხედვით, ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 12 რეკომენდაციის მიმართულებით ყველა ფუნდამენტური რეფორმა გაატარონ. დოკუმენტის სულისკვეთებას უერთდება ნაციონალური მოძრაობა, ლელო, დროა, ახალი და კიდევ რამდენიმე პარტია. ქარტიაზე ხელმოწერას არ აპირებს გიორგი გახარიას გუნდი და პარტია გირჩი. ისინი ზოგიერთ იდეას ბუნდოვნად მიიჩნევენ და განცალკევებულად ყოფნას ამჯობინებენ.