მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეაფასა. ასევე ცნობილი გახდა, ახალი სამთავრობო განკარგულების შესახებ, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს დაჯარიმებულ პირთა, ვალდებულებებისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად. სხდომაზე ასევე ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ამ მიმართულებით შესაძლო დინამიკაზე გამახვილდა.