10 ზე მეტი ოპოზიციური პარტია „ქართულ ქარტიას“ უკვე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილის ინიციატავა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიარა და დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ შეთანხმება ფუნდამენტური რეფორმების გარშემო არის ის, რაც ქვეყანას შექმნილი მდგომარეობიდან გამოიყვანს. დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს. გიორგი გახარიას გუნდი და პარტია გირჩი ქარტიაზე ხელის მოწერას არ აპირებენ. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კრიტიკულად უყურებს მმართველი გუნდიც.