უკრაინა ხარკოვის ოლქის რუსეთის საზღვართან მიმდებარე ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს. ამ ტერიტორიებს რუსული საოკუპაციო ძალები ინტენსიურად უტევენ. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ვოლჩანსკში. უკრაინამ დრონით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელზეც რუსეთის ავიაიერიშების შედეგებია ასახული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქზე რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონის 70%-ს აკონტროლებენ.