თხილის ექსპორტი შემცირდა და მისგან მიღებული შემოსავლებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიური მოხსენებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ქართული წარმოების თხილის 70% ექსპორტზე ევროკავშირში გავიდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 29 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების თხილი, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში დაახლოებით 26 მლნ დოლარის. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს დაახლოებით 10.6%-ით შეუმცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ნაჭუჭგაცლილი თხილი. მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივად წარმოებული თხილის 58%-ის ექსპორტის ევროკავშირში განხორციელდა. ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე ძირითადად გაიყიდა ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში./////