სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა. კერძოდ, ახლანდელი მონაცემებით, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო გახდა, ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი, რომლის ღირებულება 35 მილიონი ევროა და გიორგი მიქაუტაძე, როგორ უკვე გითხარით 15 მილიონ ევრომდე გაზრდილი მაჩვენებლით. ქართველი გულშემატკივრისთვის წამზომი ჩართულია, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთთან აქვს და ამჟამად მომზადებას ავსტრიაში გადიან