"ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მათ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდა და მიყენებული ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოაწოდა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე, მოქალაქეთა დაშინების მცდელობებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე გამახვილდება. შეხვედრაზე აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.