აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის, მეთიუ მილერის მხრიდან, საქართველოში ინდივიდუალური სანქციების დაწესება კიდევ ერთხელ დაანონსდა. მილერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი საპასუხო ქმედებებს მხოლოდ ახლა, მას შემდეგ განიხილავს, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. საკითხს ოპოზიციური პარტიები და „ქართლი ოცნებაც“ გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე მმართველი პარტიის ლიდერები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან.