თვის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრემიერ-მინისტრს მოხსენების ჩატარება, სავარაუდოდ, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მოუწევს. ხელისუფლების ოპონენტები პრემიერისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდებიან და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე კვლავ საზოგადოების მოტყუებას შეეცდება. რას აცხადებს თავად პრემიერ-მინისტრი, რაზე გეგმავს ის საუბარს პარლამენტში გამოსვლისას და რა გეგმა აქვს ოპოზიციას.