"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. განცხადებები მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტმა არ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება, ქართული ქარტიის ხელმომწერებთან შეხვედრაზე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არის დანის ჩარტყმა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისთვის.