გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. ნერგების დარგვასა და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა. 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.