უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინულმა თავდაცვამ 22 დრონი ჩამოაგდო. ადგილობრივი მედია წერს, რომ უკრაინელებმა დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და პოლტავას ოლქებში ჩამოაგდეს. მათი ინფორმაციით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.