6-დან 9 ივნისის ჩათვლით, ევროპარლამენტის არჩევნები იმართება. გამოკითხვების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობამ მოიმატა. ანალიტიკოსთა აზრით, აღნიშნული ფაქტი არჩევნების შედეგებზეც აისახება. ევროპარლამენტში მანდატისთვის 272 კანდიდატი იბრძოლებს. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი 21 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი კი 86 წლისაა. 3 ივნისს ლატვიაში ევროპარლამენტის არჩევნებისთვის წინასწარი კენჭისყრა დაიწყო. ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი კენჭისყრის დღე 8 ივნისია. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით 945 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ლატვიაში მოქალაქეებს ხმის მიცემა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. ბიულეტენებზე 16 პარტიული სია იქნება.