აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შესაძლოა, სწრაფადვე დაადეპორტირონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. გამონაკლისი შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. როგორც ცნობილია, აკრძალვა იმ შემთხვევაში შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.