აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს, -ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა განაცხადა. კონგრესმენის შეფასებით, „MEGOBARI Act“-ი სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. როგორ წარიმართა მოსმენა, რას აცხადებენ კონგრესმენები და რა გამოხმაურება მოყვა საკითხს საქართველოში.