103 მომხრე და 9 წინააღმდეგი - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. გაერო კვლავ ადასტურებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებს , აქტიურად ჩაერთონ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებაში. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ არის ჩინეთი, რამაც ხელისუფლების ოპონენტებში კითხვის ნიშნები გააჩინა.