გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ არის ჩინეთი, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა პოლიტიკურ სპექტრში.