საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 2029 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეს. ამის შესახებ ცნობილი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბენიაკნმა ერთობლივად გამართეს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.