აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთისგან სამშვიდობო ხელშეკრულების ახალი პროექტი მიიღო, რომელშიც ღია საკითხების რაოდენობა შემცირებულია. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მთელ რიგ საკითხებზე პოზიტიური განვითარება შეიმჩნევა და დადებითი დინამიკა ფიქსირდება. მისივე თქმით, ნორმალიზაციის პროცესის სხვა ელემენტებს შორის სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნაწილის დელიმიტაცია და დემარკაციაა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ორმა მხარემ, მიმდინარე პროცესზე, ოთხი ოკუპირებული აზერბაიჯანული სოფლის გათავისუფლების დადებით გავლენაზე არსებული მოსაზრებები გაცვალეს.