აშშ-ს პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენი ნორმანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.