კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტერგრირების ხელშეწყობას აგრძელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 175-ე საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. სემესტრის მანძილზე, აღნიშნული საგნის ფარგლებში, მოსწავლეები მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე , მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და სიმართლის დადგენის მეთოდებს შეისწავლიან.