„ეროვნულ დემოკრატიული ალიანსი“, ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ახალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა. ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ კოალიციის წევრებთან მთავრობის შექმნაზე მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. „ინდოეთის სახალხო პარტიამ“ 240 მანდატი მოიპოვა, მაშინ, როდესაც ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 272 მანდატზე მეტია საჭირო.